სარიშვილი ედიშერ  რუბენის ძე
სარიშვილი ედიშერ  რუბენის ძე

სარიშვილი ედიშერ  რუბენის ძე (02.VIII.1935-06.VII.2006, თბილისი), თურქოლოგი. სწავლობდა თბილ. მე-7 ვაჟთა  სკოლაში (1943-1954), რომლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა სავალდ.  სამხ. სამსახურში (უნგრეთი, 1954-1957). ს. ე.-მ დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის  ფაკ-ტის თურქ. განყ-ბა (1958-1963);  შემდეგ ასპირანტურა (ხელმძღვ.  აკად: ს.  ჯიქია, 1964); იყო  თურქ.  კათედრის პედაგოგი (1966-1997). ს. ე.-მ დაიცვა   საკანდიდატი  დისერტაცია თემაზე: „დასთან „ქორ-ოღლის„ აზერბაიჯანილი ხელნაწერის ფონეტიკურ-მორფოლოგიური ანალიზი“ (1978) და მიენიჭა  მეცნ. კანდ. (1981); შემდეგ კი დოც. სამეცნ. ხარისხი (1985). თსუ-ში ასწავლიდა  ოსმ.  და თურქ.   ენებს; იყო  სათარჯიმნო პრაქტ. ხელმძღვ.; მონაწილეობდა საუნივერსიტეტო პროგრამებისა და დამხმარე სახელმძღვანელოების შედგენაში; ხელმძღვანელობდა  სტუდენტთა საკურსო და სადიპლომო შრომებს; იყო ნაშრომების რეცენზენტი და ოპონენტი; იყო გაზ. „ლიტერატურულ საქართველოს„ კორესპონდენტი (1985); თურქ.   ენის  ლექტორი თბილ. აზიისა და აფრიკის ინ-ტში. მისი შრომებია: „აწმყო მყოფადი დრო  და მისი  უღლების ფორმები   ერთ აზერბაიჯანულ ხელნაწერში“ (თსუ-ის   შრომები, 1970, N 180);  ბრძანებითი  კილოს  ფორმები აზერბაიჯანულ ხელნაწერში“ (ახალგაზრდა აღმოსავლეთმცოდნეობის სამეცნ. კონერენცია, 1973); „ერთი აზერბაიჯანულენოვანი ძეგლის ბგერითი შედგენილობის  შესახებ“ (საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. მაცნე, 1975, N1); „დიდი აბრეშუმის გზა ანუ ჩინებული/საჩინო“ (საგამომც. ცნ., 1997, N 101); „მცირე შენიშვნა ანუ "ალავერდი შენთანა ვარ": [ქართულ ენაში თურქულიდან შემოსული ტოპონიმისა და სუფრის ტერმინად გამოყენებული სიტყვა "ალავერდის" სხვადასხვა წარმომავლობის კვლევა] (ორიენტალისტი, 2006, [ტ.] II).

თხზ.: სარიშვილი, ე. (თანაავტორი). (1986). საკითხავი წიგნი თურქულ ენაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა.